GSB 180 Li

აკუმულატორიანი ხრახნდამჭერი Bosch GSB 180-Li ყველა სახის სამუშაოში გამოსადეგარია. თვითმჭრელი სჭვალების მონტაჟისას, საგრძნობლად ნაკლებ დროს დახარჯავთ. აღნიშნული ხრახნდამჭერი ასევე ბურღის სახითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ამისათვის მხოლოდ შესაბამისი ზომის ბურღებია საჭირო. Electronic Cell Protection სისტემა, ძრავის დაცვის მიზნით, ხელსაწყოს გადატვირთვისა ან გადახურების შემთხვევაში თიშავს, რაც თავის მხრივ ხელსაწყოს და აკუმულატორის საექსპლუატაციო პერიოდს კიდევ უფრო ზრდის. სამუშაო ზონის განათება, დღე-ღამის ბნელ პერიოდსა ან სინათლის ნაკლებობის შემთხვევაში, კომფორტულ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს, ხოლო 1,6კგ წონა და 2,0 ა-სთ მოცულობის აკუმულატორი უსაზღვრო პორტატულობისა და დიდხნიანი უწყვეტი მუშაობის გარანტია.


შეიძინეთ ეს პროდუქტი და მიიღეთ საჩუქარი:

აქსესუარების ნაკრები 41 ცალი

 

პარტნიორი დილერები/მაღაზიები