GSB 18V-50

აკუმულატორიანი დარტყმითი ბურღი-ხრახნდამჭერი GSR 18V-50 Professional – გამოირჩევა მაღალი სანდოობის მქონე უნახშირო ძრავით, რომელიც ეფექტურ მუშაობასა და ხანგრძლივ საექსპლუატაციო პერიოდს განაპირობებს. მეტალის მყარი ვაზნა და კომპაქტური ერგონომიული დიზაინი ყველაზე რთულ და შრომატევად პროცესებს მარტივად უმკლავდება. სამუშაო ზონის განათების ფუნქცია, დღე-ღამის ბნელ პერიოდსა თუ სინათლის ნაკლებობის შემთხვევაში, კომფორტულ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. Electronic Cell Protection სისტემა, ძრავის დაცვის მიზნით, ხელსაწყოს ავტომატურად თიშავს გადატვირთვის ან გადახურების შემთხვევაში, რაც თავის მხრივ ინსტრუმენტისა და აკუმულატორის საექსპლუატაციო პერიოდს კიდევ უფრო ზრდის. ვაზნის სწრაფადფიქსირებადი მექანიზმის დამსახურებით პირების შეცვლას მინიმალურ დროს მოითხოვს.


შეიძინეთ ეს პროდუქტი და მიიღეთ საჩუქარი:

 

აქსესუარების ნაკრები 68 ცალი

 

პარტნიორი დილერები/მაღაზიები